Mouravi.ge
ღრუბლოვანი სისტემა, მთელი სასტუმროსთვის

სასტუმროს მართვის ღრუბლოვანი პლატფორმა

ჯავშნები, დალაგება, არხები და ინვოისები ერთ ღრუბლოვან პლატფორმაზე.

ინსტალაცია არ სჭირდება ბრაუზერი ან მობილური აპლიკაცია დანერგვა 1-2 კვირაში
ჯავშნებიმართვა
აუდიტიკონტროლი
რეპორტებიდაფები
ღრუბლოვანი პლატფორმა
ინსტალაციის გარეშე
HR და კადრების მართვა

კადრების სისტემა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის

თითოეული მოდული ცალკე ან ერთად - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის.

მოდულები ცალ-ცალკე ან ერთად ცვლები, დასწრება, ხელფასი MyMouravi თანამშრომლისთვის
ორგანიზაციული სტრუქტურა, ცვლების გრაფიკი და თანამშრომლის ბარათი
დასწრება აღრიცხულია
შვებულება დამტკიცდა
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა

დაივიწყეთ ქაღალდის დოკუმენტები

შაბლონები, დამტკიცება და ელექტრონული ხელმოწერა ერთ სისტემაში.

შაბლონები და მარშრუტები ელექტრონული ხელმოწერა დოკუმენტების რეესტრი
ელექტრონული დოკუმენტი ხელმოწერით, ბეჭდით და დამტკიცების მარშრუტით
დოკუმენტი ხელმოწერილია
დოკუმენტი დამტკიცდა
გამოკითხვები და ანალიტიკა

გამოკითხვები ანალიტიკური მოდულით

კითხვარი წუთებში, მარტივი გაგზავნა და შედეგები რეალურ დროში.

კითხვარი რამდენიმე წუთში გაგზავნა ბმულით ან ელფოსტით შედეგები რეალურ დროში
გამოკითხვის შედეგების დიაგრამები და კითხვარი მობილურზე
ახალი პასუხი მიღებულია
ანგარიში მზადაა
ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა

ღრუბლოვანი სისტემა, IT ხარჯი 0

იხდით მხოლოდ ყოველთვიურ საფასურს, იყენებთ იმდენ ხანს, რამდენიც გჭირდებათ, პაკეტს კი ნებისმიერ დროს ზრდით ან ამცირებთ.

მუდმივი წვდომა დაცული და რეზერვირებული მონაცემები სერვერები და განახლებები ჩვენი გუნდისგან
ღრუბელი, სერვერები, სარეზერვო ბაზა და მოწყობილობები
მონაცემები დაცულია
სარეზერვო ასლი შექმნილია
სრული ციფრული პლატფორმა

კიდევ ბევრი მოდული თქვენი ბიზნესისთვის

ჯავშნები, Channel Manager, საწყობი, ფინანსები, აუდიტი და რეპორტები. დაიწყეთ ერთით, დაამატეთ საჭიროებისამებრ.

ერთი პლატფორმა მოდულის დამატება ნებისმიერ დროს ბრაუზერი და მობილური
Mouravi-ს მოდულები ერთ პლატფორმაზე
Channel Manager
საწყობი და ფინანსები
ღრუბლოვანი პლატფორმა

ინსტალაცია არ სჭირდება

Mouravi ჩვენს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე მუშაობს. სერვერის ყიდვა და კომპიუტერზე პროგრამის დაყენება არ გჭირდებათ: სისტემა ბრაუზერში ან მობილურ აპლიკაციაში იხსნება.

  • საკმარისია ბრაუზერი ან მობილური აპლიკაცია
  • დაცვასა და სარეზერვო ასლებზე ჩვენი გუნდი ზრუნავს
  • მონაცემები სხვადასხვა ქვეყნის წამყვან დატა-ცენტრებშია
მოდულები

მოდულები, რომლებიც ერთად მუშაობს

აირჩიეთ ის, რაც დღეს გჭირდებათ. დანარჩენს მოგვიანებით დაამატებთ, მონაცემები კი ერთ სისტემაში დარჩება.

დალაგება

დალაგების გუნდმა იცის, რა უნდა გააკეთოს, რეცეფციამ კი ხედავს, რომელი ნომერია მზად სტუმრისთვის.

დაწვრილებით

HR სისტემა

თანამშრომლები, გრაფიკი, შვებულებები და ხელფასი ერთ სისტემაში. მოდულები ცალ-ცალკეც მუშაობს.

დაწვრილებით

და კიდევ მეტი

პლატფორმა მუდმივად იზრდება. გვითხარით, რა გჭირდებათ, და შესაფერის მოდულებს შეგირჩევთ.

დაგვიკავშირდით
სასტუმროს საიტი

საკუთარი საიტი და პირდაპირი ჯავშნები

Professional და Enterprise პაკეტებში სასტუმრო საკუთარ საიტს იღებს. სტუმარი პირდაპირ თქვენთან ჯავშნის, შუამავლის საკომისიოს გარეშე.

  • ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
  • ჯავშანი პირდაპირ სისტემაში ხვდება
  • ნახეთ მაგალითი: tbilotel.ge
რას იღებთ

სასტუმროს მთელი ოპერაცია ერთ სისტემაში

ჯავშნების მართვა

რეცეფცია, ნომრები და არხები

ჯავშნები, დალაგება და გაყიდვის არხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რეცეფცია ზუსტ სურათს ხედავს და სტუმარს არ ალოდინებს.

  • ჯავშნების მართვა
  • დალაგების გეგმა
  • არხები ორმაგი ჯავშნის გარეშე
შემოსავალი და ფინანსები

ფასები, ინვოისები, საწყობი

იცით, რას ყიდით, რა შემოვიდა და სად იხარჯება თანხა. მენეჯმენტი და ბუღალტერია ერთსა და იმავე ციფრებს ხედავს.

  • პროდუქტები და ტარიფები
  • გადახდები და ინვოისები
  • საწყობის ნაშთი
გუნდი და სტუმარი

HR და სტუმრის შეფასება

გუნდის გრაფიკი მოწესრიგებულია, სტუმრის აზრს კი დროზე იგებთ და რეაგირებთ.

  • გრაფიკი და ცვლები
  • სტუმრის გამოკითხვა
  • შეფასებები და კომენტარები
გადაწყვეტილებები

დაფები, აუდიტი, რეპორტები

ხედავთ შემოსავალს, დატვირთვას და ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას. მენეჯმენტი ვარაუდით კი არა, ფაქტებით მოქმედებს.

  • სამუშაო დაფები
  • შემოსავლის რეპორტები
  • ღამის აუდიტი და ცვლილებების ისტორია
ინტეგრაციები

არხები, გადახდები და სხვა სისტემები

Mouravi უკავშირდება Booking.com-ს, გადახდის სისტემებს და სხვა სერვისებს, რომ მონაცემების ხელით გადატანა აღარ დაგჭირდეთ.

BBooking.com
Pგადახდები
+სხვა სისტემები
ჩვენ შესახებ

რატომ Mouravi

ღრუბლოვანი პლატფორმა

სერვერი და ინსტალაცია არ გჭირდებათ. სისტემა ბრაუზერში და მობილურ აპლიკაციაში იხსნება, სადაც არ უნდა იყოთ.

უსაფრთხოება და რეზერვი

მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვანი კომპანიების დატა-ცენტრებში ინახება. დაცვასა და სარეზერვო ასლებზე ჩვენი გუნდი ზრუნავს.

სწრაფი დანერგვა

გამართვა და მონაცემების გადმოტანა ჩვეულებრივ 1-2 კვირას გრძელდება. ამ დროს ჩვენი გუნდი თქვენ გვერდით არის.

ჯერ სცადეთ

რამდენიმე თვე იმუშავეთ სრულ სისტემაში და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ. პირობებს ერთად შევათანხმებთ.

ხშირი კითხვები

ხშირად გვეკითხებიან

საჭიროა რამის დაყენება?

არა. Mouravi ღრუბლოვანი პლატფორმაა და ბრაუზერში ან მობილურ აპლიკაციაში მუშაობს. მონაცემები წამყვან დატა-ცენტრებში ინახება, დაცვასა და სარეზერვო ასლებზე კი ჩვენი გუნდი ზრუნავს.

რამდენ ხანს გრძელდება დანერგვა?

ჩვეულებრივ 1-2 კვირას. სისტემას ვაწყობთ, მონაცემებს გადმოვიტანთ და გუნდს ვეხმარებით, რომ სწრაფად აითვისოს. ყოველ ეტაპზე გვერდით ვართ.

Mouravi მხოლოდ ჯავშნებისთვისაა?

არა. Mouravi სრული პლატფორმაა: სასტუმროს მართვის გარდა მასში არის HR, დოკუმენტბრუნვა, გამოკითხვები, საწყობი, ფინანსები და რეპორტები. იყენებთ იმას, რაც თქვენს ბიზნესს სჭირდება.

სასტუმროს საიტი ყველა პაკეტში შედის?

არა, საიტი და პირდაპირი ჯავშნები Professional და Enterprise პაკეტებშია. მაგალითად ნახეთ tbilotel.ge.

რა ენებზე მუშაობს სისტემა?

ქართულად, ინგლისურად და რუსულად. მხარდაჭერა ელფოსტით, სამუშაო დღეებში.

როგორ ყალიბდება ფასი?

ფასი ინდივიდუალურია და ნომრების რაოდენობასა და პაკეტზეა დამოკიდებული. ფიქსირებულ ტარიფს საიტზე არ ვაქვეყნებთ, შეთავაზებას პირადად გამოგიგზავნით.

გაქვთ საწყობის სისტემა?

დიახ. ხედავთ მარაგს ყველა ლოკაციაზე და მის მოძრაობას, ინვენტარიზაციას კი სწრაფად ატარებთ.

გაქვთ HR სისტემა?

დიახ. თანამშრომლების აღრიცხვა, გრაფიკი, შვებულებები და ხელფასი. მოდულები ცალ-ცალკეც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გაქვთ გამოკითხვების სისტემა?

დიახ. კითხვარს ქმნით, უგზავნით სტუმრებს, კლიენტებს ან თანამშრომლებს და შედეგებს რეალურ დროში ხედავთ.

დოკუმენტბრუნვაც შედის?

დიახ. დოკუმენტები სისტემაში იქმნება, მტკიცდება და ხელი ეწერება. ყოველთვის ჩანს, სად არის დოკუმენტი და ვისთან ელოდება.

გადაიყვანეთ ბიზნესი ერთ პლატფორმაზე

შეავსეთ ფორმა და გეტყვით, რომელი პაკეტი და მოდულები მოგერგებათ და როდის შეგიძლიათ დაწყება.